26 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
„ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ" - მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის ორსაათიანი ინტერვიუდან არ არის არც ერთი ფრაგმენტი, რომელშიც მმართველი გუნდი საკუთარ ლიდერს არ ეთანხმება. მათ შორის კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ქართულ ოცნებაშიც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდ გადაწყვიტოს.

„ფარცხალაძის თემა არის საკმაოდ ისეთი აჟიტირებული თემა, განსაკუთრებით ჩვენს ოპონენტთა შორის და რეალურად ეს არის ერთ-ერთი სპეკულაციის მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ასე რომ  ბიძინა ივანიშვილმა რაც აღნიშნა, ილაპარაკა  თავის შეხედულებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კვლავ "რუსთავი 2"- ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი. სოფო კილაძე ამბობს, რომ ხდება პროპაგანდა, რომ "ქართული ოცნება" ანგრევს ქვეყანას, რაც აბსურდია.

„ეს იყო გულწრფელი, პატრიოტი კაცის ინტერვიუ, რომელმაც ისაუბრა  ძალიან გულწრფელად საჭირბოროტო პრობლემებზე. ეს არის სამართლებრივი საკითხები. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები ამას უნდა მოყვეს რეაგირება, მაგრამ როგორც ვხედავთ და აბსოლუტურად სწორი იყო ის თავის შეფასებებში, ხდება  პროპაგანდა იმისა, რომ იქცევა ქვეყანა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს ანგრევს და თქვენ თითქმის არასდროს არ აშუქებთ მეორე მხარეს და რა არის სიმართლე,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დაუშვებელია აჩვენო ფეშენებელური სახლები და არ გააშუქო რა სახსრებით არის ისინი შეძენილი  არის არასწორი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები