26 დეკემბერი 2024,   21:57
ვრცლად
გორში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს 

გორის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ქალაქის ცენტრალურ, კულტურისა და დასვენების პარკში მოხდა. სავარაუდო მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

დაშავებული მრავლობითი ჭრილობებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების შეფასებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დღის ამბები