26 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ივანიშვილის თავდასხმა "რუსთავი2"-ზე და არასამთავრობო სექტორზე - პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერმა კრიმინალებს მწვანე შუქი აუნთო 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ის არაერთხელ დაესხა თავს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა.

განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა გააკეთა. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ყოფილმა პრემიერმა გუშინ გაკეთებული განცხადებებით კრიმინალებს მწვანე შუქი აუნთო.

პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღებია მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის. 

„სამწუხაროდ, ეს მესიჯები იყო შემდეგი შინაარსის, რომ მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ისინი, ვინც საქმეს აფუჭებენ და რომ მათ წინააღმდეგ გალაშქრება კარგია და ეს ძალიან სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას, ის, რომ დამნაშავეები თუ ეს არ სურს ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური განწყობა არის ასეთი, არ დაისჯებიან და რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ, ეს იქნება მკვლელობა, ბიზნესის შევიწროება, მედიაზე შეტევა თუ არაფორმალური დარეკეტება ბიზნესის, წილების გადანაწილების მცდელობა, მწვანე შუქი აუნთო ყველას იმიტომ, რომ ის ასე ფიქრობს და სხვაგვარად არ უნდა იფიქროს არავინ, არც სამართალდამცავმა ორგანოებმა და არც პოლიტიკურმა აქტორებმა,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები