26 დეკემბერი 2024,   21:15
ვრცლად
ივანიშვილის იდეა კანაფის/კულტივაცია ექსპორტის შესახებ და საპატრიარქოს მწვავე პროტესტი - ეკლესია "ოცნების" თავმჯდომარეს კვლავ უარს ეუბნება

ბიძინა ივანიშვილს ეკლესია კვლავ უარს ეუბნება - ყოფილი პრემიერის არგუმენტები, რომ კანაფის კულტივაცია ქვეყნის ბიუჯეტს სერიოზულ შემოსავალს მოუტანს სასულიერო პირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.  საპატრიარქოში ამბობენ, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.

როგორც აღმოჩნდა უკან დახევას არც ბიძინა ივანიშვილის გუნდი აპირებს. მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი შეჩერებულია, თუმცა ის მმართველ გუნდს პარლამენტიდან არ გაუწვევია.

თავად ბიძინა ივანიშვილმაც გუშინდელი ინტერვიუს დროს არ უარყო, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი მისი მხარდაჭერით დაიწერა.

ჟურნალისტებთან მძიმე კითხვა პასუხის დროს ყოფილმა პრემიერმა ისიც აღიარა, რომ განხილვებში რომელზეც მარიხუანას პლანტაციების ბედი წყდებოდა ის თავად მონაწილეობდა.
კანაფის საოცნებო ყანებზე საუბრისას, საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ორჯერ ახსენა, თუმცა კანონპროექტის თემაზე სასაუბროდ მას არა შიო, არამედ ქორეპისკოპოსი იაკობი შეხვდა. ივანიშვილი ამბობს, რომ ეკლესიის აზრს გაითვალისწინებს და თუ საფრთხეები დაინახა კანაფის ყანების იდეას იდეად დაიტოვებს.

დღის ამბები