26 დეკემბერი 2024,   22:09
ვრცლად
ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად - ვატო მაღრაძისთვის კონცერტს საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ ატარებს

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე ვატო მაღრაძისთვის კონცერტს საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ ატარებს.  

26 წლის ხელოვანი უკვე 4 თვეა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მუსიკოსს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აღმოაჩნდა, მისი მკურნალობა კი დიდ თანხებთან დაკავშირებული. საქველმოქმედო მარათონის მთავარი გმირი, მსოფლიოში აღიარებული, ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი იქნება, ორიგინალური ვერსიების ავტორი და დირიჟორი კი ნიკოლოზ რაჭველი.

საქველმოქმედო მარათონის ფარგლებში, მუსიკოსების, მსახიობებისა და ვატოს მეგობრების მონაწილეობით, რამდენიმე ვიდეო კლიპი შეიქმნა, სოციალურ ქსელში კი მის დასახმარებლად სპეციალური ვებ-გვერდიც ფუნქციონირებს.

სპეციალურად კონცერტისთვის თბილისს 19 წლის ცნობილი ვირტუოზი მევიოლინე, ცზიუ ჰა ეწვია.

ფონდ იავნანას გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი 22:00 საათზე, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში დაიწყება.

ავტორი: თამთა ჯიქია 

დღის ამბები