26 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
საკუთარ ქვეყანას აბრალებენ აგრესიას რუსეთის წინააღმდეგ - გიგა ბოკერია ზურაბიშვილის და ივანიშვილის შესახებ

ბიძინა ივანიშვილი არის ავტორი იმ სამარცხვინო ხაზის, რომელის გაგრძელებაა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის მცდელობა - ამ განცხადებით, ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ომის თემაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ყოფილმა პრემიერმა გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 20018 წლის აგვისტოში, ქვეყნის ხელისუფლებამ, საკუთარი მოსახლეობა დაბომბა.

გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ომის თემაზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს იმეორებს.

„ბიძინა ივანიშვილი არის ავტორი ამ სამარცხვინო ხაზის, რომელიც გაგრძელებაა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის მცდელობა. იმ ფიგურის, რომელიც ახმოვანებს იმ პოზიციას, რაც აქვს ივანიშვილს, რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებენ აგრესიას რუსეთის წინააღმდეგ, როცა ჩვენ თავს ვიცავდით. ყველას გვესმის, როდესაც კაცს ეკითხებიან, რომ გაწუხებს თუ არა, როდესაც პუტინი თავის პროპაგანდაში და კონკრეტულ სამართლებრივ დავაში ჩვენი მტერი, ეთნიკური წმენდის წინააღმდეგ არგუმენტად, ჩვენი დევნილების დაბრუნების უფლების მოპოვების წინააღმდეგ არგუმენტად იყენებს შენს მიერ შერჩეული მარიონეტის სიცრუეს, ეს გაწუხებს თუ არაო და იძახის, რომ არა თუ არ მაწუხებს, ეს ასეა და უნდა გავაგრძელოთო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები