26 დეკემბერი 2024,   17:00
ვრცლად
შტურმი არასამთავრობოებზე - არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორს მწვავედ უპირისპირდება 

ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე შეტევა გრძელდება. პრემიერი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებს შეუერთდა, ვინც ბოლო ორი თვეა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ღიად უპირისპირდება და აკრიტიკებს.

პრემიერმა სამოქალაქო სექტორი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ უკან ის ძალები დგანან, ვინც ქვეყანას უკან ექაჩება.

პრემიერის გარდა, სამოქალაქო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძე ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებიდან, ვინც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში პერსონალურად მოხვდა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების აზრით,  ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მათ წინააღმდეგ განცხადებებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეგნებულად აკეთებენ.

საარჩევნო თემაზე მომზადებულ ანგარიშში ასევე აღინიშნა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში გახსნილ საქმეებს და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მოლოდინების შექმნით „რუსთავი 2"-ის ეთერში გასული ჩანაწერების გადაფარვას ცდილობს.

ოპოზიცია კი წინასწარ გამოქვეყნებულ კვლევებსა და არასამთავრობოებზე ორგანიზებულ თავდასხმას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს.

 

დღის ამბები