27 დეკემბერი 2024,   07:23
ვრცლად
არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პროკურატურა, ივანიშვილი არის მთელი მართლმსაჯულება - ხოშტარია

„მას აბსოლუტურად კატეგორიულად არ აინტერესებს, არ ესმის და არ ხედავს იმ პრობლემებს, რაც არის ქვეყანაში,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს, სადაც მან ბიზნესმენებს შორის მიმდინარე დავების მოგვარებაზე ისაუბრა.

ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ არაერთი დავა, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობდა, მისი მეშვეობით მოგვარდა და სასამართლო დავა შეწყდა.

„ჩვენ ვხედავთ რომ ის გვევლინება მთავარი მოსამართლე, მთავარი პროკურორი, ანუ ის აცხადებს, რომ მე ვარ სასამართლო, მე ვარ პროკურატურა, და რატომღაც ლაპარაკობს პირველ პირში, რომ დავსაჯო, არ დავსაჯო, ვინ დავსაჯო, რისთვის დავსაჯო ანუ ეს არის პირდაპირ საუბარი, რომ არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პროკურატურა, ის არის მთელი მართლმსაჯულება,“ - ამბობს ხოშტარია.

ელენე ხოშტარიამ ივანიშვილის მიერ მესამე სექტორის წარმომადგენლების, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა. ივანიშვილმა გიგაურს მოუწოდა, რომ მესამე სექტორი დატოვოს.

„არავინ არ კითხვას ბიძინა ივანიშვილს, ეკა გიგაური იქნება თუ სხვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, სად გავა და სად შემოვა. არავინ არ კითხვას ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობა როგორი იქნება და ეკა კვესიტაძე რა ტიპის კითხვებს დასვამს თუ ნებისმიერი სხვა ჟურნალისტი, ან TV პირველს როგორი მაუწყებლობა ექნება, ეს არ არის მისი საქმე და ეს კარგად უნდა გავაგებინოთ მას ამ არჩევნებზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ინტერვიუში ეკა გიგაურს მოუწოდა, რომ დატოვოს სამოქალაქო სექტორი, თუმცა, აქვე განაცხადა, რომ გიგაური არ მიიღებს ამ გადაწვეტილებას, რადგან ის „ნაცებს ჰყავთ დავერბოვკებული.“

ამავე თემაზე
დღის ამბები