27 დეკემბერი 2024,   22:58
ვრცლად
ეკა გიგაური დაუკრეფავში გადავიდა... ადეკვატურ პასუხს რომ მიიღებენ, მერე "ყვირიან: აე, მედიას ხურავენო" - ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მორიგ ინტერვიუში ისევ „რუსთავი 2“-სა და მესამე სექტორს აკრიტიკებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ამჯერად სამოქალაქო საზოგადოებიდან მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორზე ისაუბრა. მან მოუწოდა ეკა გიგაურს, რომ დატოვოს ეს სამოქალაქო სექტორი, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამის იმედი არ აქვს, რადგან გიგაური „ნაცებს ჰყავთ დავერბოვკებული.“

ივანიშვილის თქმით, "რუსთავი 2" და არასამთავრობო სექტორი „დაუმსახურებლად აწვება“ ხელისუფლებას და როცა ხელისუფლება ადექვატურად პასუხობს, მერე „ყვირიან მედიას ხურავენო.“

„მინიშნებებით მას ვაჩვენე, რომ რომ კარგი იქნება ის გავიდეს ამ სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას ეკა გიგაურის იქ ყოფნა.

მე ბევრჯერ მიპასუხნია მისთვის,  მისი სიცრუეებიც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს ვიქნები უფრო კარდინალური, რამეთუ მისი გამოშველბით ის ცდილობს ქვეყანა არათუ შიგნით დააზიანოს და არათუ გარეთ დააზიანოს, ახლა გადავიდა საერთოდ „მოუკრეფავში“ რომ იტყვიან.

ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს თურმე ივანიშვილი. წარმოუდგენელ თამაშში შევიდა უკვე ეკა გიგაური. ამაზე პასუხის გაცემაზე მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე და ნახეთ რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია. ეკა გიგაურს რა სურს ახლა გეტყვით, ეკა გიგაურს სურს აი ამ მინდორზე გადაგვიყვანოს და იქიდან დაიცვას თავი.

“რუსთავი2“ და მსგავსი მედია დაუმსახურებლად აწვება ხელისუფლებას ისევე, როგორც ენჯეობის ნაწილი. როგორც კი იქიდან პასუხის მოდის ადექვატური, ყვრიან, აე გვიშველეთ, მედიას ხურავენ, მედიაზე ზეწოლა მიდის და ენჯეობს ხურავენ და აკოტრებენ.

"გიგაურს მოვუწოდებდი, თუ მართლა ამდენ ხანს უმოღვაწია ამ სექტორში და რესურსი აქვს, მაგრამ მე ვეჭვობ მას რესურსი არ გააჩნია, ნაცებს ისე ჰყავთ დავერბოვკებული. დატოვოს ეს სექტორი მან, ან მივიდეს სასამართლოში და პასუხი გასცეს და გოგა ხაინდრავას დააკისრონ, რომ ცილისწამება იყო. არ ჩერდება ეს ქალბატონი არ ასვენებენ ნაცები ასე მგონია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები