26 დეკემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ავიაიერიშები ღაზის სექტორში ისევ განახლდა

ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში ავიაიერიშები განაახლა. პალესტინელი მებრძოლების სარაკეტო შეტევის საპასუხოდ, ისრაელის არმიამ რეგიონში 90-მდე სამიზნე დაბომბა.

სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, მათ მებრძოლების ხუთი ბაზა, იარაღის ორი საწყობი, საწვრთნელი ბანაკი, გვირაბის შესასვლელი და სამეთვალყურეო პუნქტი გაანადგურეს.

ვითარება ღაზის სექტორში მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ დაიძაბა.

ღაზის საზღვარზე გუშინ მომხდარი შეტაკებების დროს ისრაელის არმიის სამხედროებმა 4 პალესტინელი მოკლეს, 230-ზე დემონსტრანტი კი დაშავდა.

დღის ამბები