26 დეკემბერი 2024,   15:30
ვრცლად
დავით ბაქრაძემ საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ზოლთან დაასრულა

საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ზოლთან სიმბოლურად დაასრულა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, სადაც დაიწყო ასევე სიმბოლურად კამპანია.

მხარდამჭერებს და ამომრჩეველს დავით ბაქრაძემ მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ლამისყანადან მიმართა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, პრეზიდენტისთვის არ არსებობს უფრო დიდი საქმე, ვიდრე საქართველოს გამთლიანება.

„დავიწყეთ ჩემი საპრეზიდენტო კამპანია მავთულხლათებდან და დღეს საპრეზიდენტო კამპანიის ამ ეტაპს ვამთავრებ ისევ აქ იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტისთვის არ არსებობს უფრო დიდი საქმე, ვიდრე არის ჩვენი სამშობლოს გამთლიანება. არ არსებობს უფრო დიდი ტკივილი, ვიდრე არის ჩვენი სამშობლოს გულზე გადატარებული მავთლხლართების გაქრობა. არ არსებობს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, ვიდრე არის ჩვენი დევნილების მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ სახლებში. ამიტომ მე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, კიდევ ერთხელ ვპირდები ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით გავამთლიანო ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები