26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
"ცივი გონებით განსაჯეს და დათანხმდნენ, რომ გარკვეული თანხის შეტანის შემდეგ ამუშავებულიყო ფაბრიკა" - ნატო ჩხეიძე

პარლამენტის წევრი, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ომეგას თამბაქოს ქარხნის მიერ მუშაობის განახლებას ეხმაურება.

ნატო ჩხეიძის თქმით, რაციონალური გადაწყვეტილება მიიღეს და ქარხანამ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი ჩარიცხა, რის შემდეგაც კომპანიას მოეხსნა ყადაღა.

„ცივი გონებით განსაჯეს, რომ რაციონალური პოლიტიკა სჯობდა ამას და დათანხმდნენ მას, რომ გარკვეული თანხის შეტანის შემდეგ ამუშავებულიყო ფაბრიკა. ვფიქრობ, რომ მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს ფაბრიკა,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.  

დღის ამბები