26 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
გიგი უგულავამ საარჩევნო შტაბისა და პარტიის წევრებთან ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის გენერალური მდივანმა, გიგი უგულავამ, საარჩევნო შტაბისა და პარტიის წევრებთან ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

ევროპული საქართველოს ლიდერი ვიდეოზარით ესაუბრა რეგიონებში შტაბების უფროსებს სამეგრელოში ლელა ქებურიას, მარნეულში აჰმედ იმამკულიევსა და რუსთავში ნინო იმედაშვილს.

გიგი უგულავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი საქმე ხვალ, 20:00 საათის შემდეგ მიღებული ხმების დაცვა იქნება.

„გადანაწილებულია ასევე ყველა დეპუტატი რეგიონების მიხედვით. ასე რომ, ყველა შტაბი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია ხვალისთვის. მთავარი მიმართულება მაინც უკვე 20:00 საათის შემდეგ იქნება ხმების დაცვა. ჩვენ ვხედავთ, რომ უჭირს ხელისუფლებას, ივანიშვილის ბრიფინგები ამის უტყუარი დადასტურებაა. ამიტომ ყველაფერზე შეიძლება, წავიდნენ, თუ პანიკა ატყდა მათ რიგებში. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ჩათვალეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება, ქართული ოცნება დამარცხდება,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები