26 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
კახეთში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაიხსნა

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო გაიხსა.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, უახლესი სასტუმრო კომპლექსი კახეთში, წინანდალში, გაიხსნა.

142-ნომრიანი უმაღლესი კლასის სასტუმროსთან ერთად, წინანდლის კომპლექსი  ამფითეატრს, დახურულ საკონცერტო დარბაზს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის ქარხანასა და აღდგენილ ვენახებს მოიცავს.

კახეთის რეგიონში პირველი ბრენდირებული სასტუმრო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გახსნა.

სასტუმროს გახსნას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძეც, დაესწრო, რომელმაც სასტუმროს მნიშვნელობაზეისაუბრა და განაცხადა, რომ წინანდალში, ახალ აშენებული სასტუმრო ტურისტებს აუცილებლად დააინტერესებს. 

 

დღის ამბები