26 დეკემბერი 2024,   15:29
ვრცლად
არჩევნებამდე რამდენიმე საათი დარჩა - ეკა გიგაურის რეკომენდაციები ამომრჩეველს

„ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და მარტივი რამ, რაც უნდა გააკეთონ - შემოხაზონ ის ადამიანი, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ,“ - ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, შაბათის კურიერში გააკეთა.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოსახლეობას რეკომენდაციები მისცა.

ეკა გიგაურის თქმით, კოორდინატორებს არ აქვთ უფლება, ამომრჩეველს ჰკითხოს სახელი, გვარი და ასევე ის, თუ ვის მისცა ხმა.

„თხოვნა, რომელიც შეიძლება, მოდიოდეს კოორდინატორისგან ან მისი ხელმძღვანელისგან, არ უნდა გაითვალისწინონ. უნდა იცოდნენ, რომ, თუ ვინმე დააძალებს მათ მისვლას საარჩევნო უბანზე, ეს არის კანონის დარღვევა. როდესაც ამომრჩეველი შედი კაბინაში, იქ არ არის კამერა და ვერავინ გაიგებს, ვის მისცა ხმა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები