27 დეკემბერი 2024,   05:15
ვრცლად
მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება - სასულიერო პირები გედევან ფოფხაძეს უპირისპირდებიან

უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი - ასეთია სასულიერო პირების შეფასება გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დააანონსა.

წმინდა სინოდის წევრმა მეუფე პეტრემ, „ქართლი ოცნების“ დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს.

მეუფე პეტრეს მსგავსად გედევან ფოფხაძე ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმაც. დეკანოზმა გიორგი სახვაძემ დეპუტატს შეახსენა, რომ წყეულია ყველა ვინც ერის გარყვნას და ურთიერთდაპირისპირებას ქადაგებს ხალხს ამით აშინებს.


მმართველი პარტიის წევრის ეს მუქარა, მხოლოდ სასულიერო პირების პროტესტის მიზეზი არ გამხდარა, სამოქალაქო სექტორი "ქართულ ოცნებას" არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებს.

გედევან ფოფხაძე ერთადერთი დეპუტატი არაა ქართული ოცნებიდან ვისი მუქარის შემცველი განცხადებები მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას დრეს კბილების ჩალეწვით დაემუქრა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კოლეგების გამართლებას ცდილობენ. ოპოზიცია კი თვლის , რომ ხელისუფლება აგონიაში.

დღის ამბები