27 დეკემბერი 2024,   05:24
ვრცლად
კანაფის კულტივაციის კანონპროექტი და დავა "ოცნებაში" - შს მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს თავისი ადგილი შეახსენა

კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტი "ქართული ოცნების" სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დეპუტატების ნაწილმა მთავრობისგან კანონპროექტის გაწვევა მოითხოვა. მმართველი გუნდის წევრები თვლიან, რომ სწორედ ეს ინიციატივა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ მიიღო.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. შესაბამისად მთავრობის ნებართვის გარეშე უწყება მას პარლამენტიდან უკან ვერ გაიწვევენ. თუმცა შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ინიციატივის განხილვა დღის წესრიგში არ დგას და ამიტომ „შფოთვები“ ამ კანონზე უადგილოა. ნათია მეზვრიშვილმა დღეს პარლამენტის წევრებს თავისი ადგილი შეახსენა და მოთმინებისკენ მოუწოდა.

რატომ ახლა და არჩევნების გადამწყვეტი მეორე ტურის წინ, მაშინ როდესაც კანაფის კულტივაციის კანონპროექტის ინიცირებას წინ საპატრიარქოს მწვავე პოზიცია უძღოდა, ხელისუფლებამ კი ავტორიტეტული ინსტიტუტის აზრი არ გაითვალისწინა. მეუფე ანტონი კანონპროექტის გაწვევაზე დისკუსიის დაწყებას მიესალმება თუმცა იმასაც ადასტურებს, რომ ეს ნაბიჯი ხელისუფლებამ სწორედ არჩევნების გამო გადადგა.

​ 

ამავე თემაზე
დღის ამბები