02 ივლისი 2024,   10:42
ვრცლად
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 9-წლიანი მუშაობის შემდეგ მისიას ასრულებს

კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 9-წლიანი მუშაობის შემდეგ მისიას ასრულებს. NASA-ში აცხადებენ, რომ აპარატს საწვავი გაუთავდა.

მისიის ტექნიკური პერსონალი ახლა რადიო გადამცემებს გათიშავს, რის შემდეგაც ზონდი კოსმოსში ინერციით გადაადგილებას დაიწყებს.

აპარატი ამ დროისთვის დედამიწიდან 94 მილიონი მილის დაშორებით იმყოფება. კეპლერის მისია 2009 წლის მარტში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელესკოპმა მზის სისტემის გარეთ 2 ათას 600-ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა.

დღის ამბები