02 ივლისი 2024,   10:33
ვრცლად
აშშ ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციას განაახლებს, რომლებიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს

შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციას განაახლებს, რომლებიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს.

თეთრი სახლის ცნობით, ახალი შეზღუდვები ყველაზე მკაცრი იქნება და ისინი გადაზიდვის, ენერგო და საბანკო სექტორებს შეეხება.

შავ სიაში 700-ზე მეტი ადამიანსა და კომპანიებს შეიყვანენ. სანქციების აღდგენის შესახებ Twitter-ის ქსელში დონალდ ტრამპმაც დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, სანქციები ძალაში 5 ნოემბრიდან შევა, თუმცა ცნობილია, რომ შეზღუდვები არ შეეხება იმ 8 ქვეყანას, რომლებიც ირანული ნავთობის იმპორტს ახდენენ.

დღის ამბები