02 ივლისი 2024,   10:35
ვრცლად
ახალ კალედონიაში საფრანგეთიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ახალ კალედონიაში საფრანგეთიდან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგის მოსახლეობამ ერთადერთ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: "გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მიიღოს სრული სუვერენიტეტი და გახდეს დამოუკიდებელი?"

სიაში ხმის უფლების მქონე 175 ათასი ადამიანი ირიცხება. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ტერიტორიის საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭერს მხარს. რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საგანგებო მიმართვის გავრცელებას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტიც.

ოფიციალური პარიზისგან ახალი კალედონია ყოველწლიურად მილიარდ ნახევარ დოლარს იღებს. 

დღის ამბები