22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ენზელ მკოიანმა ორგანიზება გაუკეთა ბანდიტურ თავდასხმას - ენმ-ის აქტივისტი

თავდასხმა ახალქალაქში საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბზე - ოპოზიცია თავდასხმის ორგანიზებაში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახს ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, კარლოს რაისიანი ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საარჩევნო შტაბზე მომხდარ თავდასხმას სწორედ მკოიანები ხელმძღვანელობდნენ.

„მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ორგანიზება გაუკეთა ბანდიტურ თავდასხმას 4 ადამიანის წინააღმდეგ ხელკეტებითა და იარაღით. ასე უნდოდათ, საკუთარი ძალის დემონსტრირება, რომ ახალქალაქში მკოიანების გარდა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ახალქალაქში განუკითხაობა და უკანონობა ტრიალებს. ყველამ, ვინც კანონი დაარღვია პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს, ვითხოვთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ,“ - განაცხადა კარლოს რაისიანმა.

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებს დღეს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებენ.

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე დღეს გრიგოლ ვაშაძის შტაბი მმართველი პარტიის 30-მდე აქტივისტმა დაარბია და მის მხარდამჭერებს უმოწყალოდ სცემა. 5 დაკავებულიდან 3 სწორედ მკოიანის ოჯახის წევრები არიან.

დღის ამბები