02 ივლისი 2024,   10:39
ვრცლად
მზადება შუალედური არჩევნებისთვის - დონალდ ტრამპი, მოსახლეობას "რესპუბლიკელი" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს 

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან. მათ ამჯერად შტატის გუბერნატორები და კონგრესის წევრები უნდა აირჩიონ.

ხმის მიცემის პროცესი ზოგიერთ შტატში უკვე დაწყებულია, საარჩევნო უბნებთან კი ამომრჩეველთა გრძელი რიგებია.

კანდიდატების შეხვედრა ამომრჩეველთან უკვე დასრულებულია. მათ ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდეს.

ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრები გამართა დონალდ ტრამპმაც. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა რომ ხმა რესპუბლიკელ კანდიდატებს უნდა მისცენ.  ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ამერიკა დაასუსტა და მხოლოდ რესპუბლიკელებს შეუძლიათ ქვეყნისათვის პირველობის დაბრუნება.

დღის ამბები