02 ივლისი 2024,   10:50
ვრცლად
არჩევნები აშშ-ს კონგრესში - წინასწარი მონაცემებით დემოკრატები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დაამყარებენ

საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი უკვე დაიხურა შეერთებულ შტატებში - ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში.

მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. წინასწარი მონაცემებით, პირველად 8 წლის განმავლობაში, დემოკრატები კონტროლს დაამყარებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე.

სენატში კი გამარჯვება დონალდ ტრამპის რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ადგილი უმაღლეს პალატაში 51 რესპუბლიკელმა და 43 დემოკრატმა სენატორმა მიიღო.

ამერიკელები კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორებს და 36 შტატის გუბერნატორს ირჩევენ. სპეციალისტების თქმით არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩევა.

დღის ამბები