02 ივლისი 2024,   10:41
ვრცლად
ნგრევა მარსელში - დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

მარსელში შენობების ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. ორი ქალისა და ორი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა სამძებრო სამუშაოების მეორე დღეს აღმოაჩინეს.

ამ დრომდე დაკარგულად 8 ადამიანი ითვლება. სამძებრო სამუშაოების მარსელის ისტორიულ უბანში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებელი სახლების ჩამონგრევის მიზეზებს სწავლობს. უბედური შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად ადგილზე 2 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები