02 ივლისი 2024,   10:50
ვრცლად
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შესაძლოა პოლონეთი შემთხვევით გავიდეს ევროკავშირიდან, თუ ქვეყნის ლიდერები ბრიუსელთან დავას განაგრძობენ

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ შესაძლოა პოლონეთი შემთხვევით გავიდეს ევროკავშირიდან, თუ ქვეყნის ლიდერები ბრიუსელთან დავას განაგრძობენ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, პოლ-ექსიტის საფრთხე რეალურია. დონალდ ტუსკმა, რომელსაც 2007-2014 წლებში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდა, გონს მოეგონ. ბრიუსელსა და ვარშავას შორის დავის საბაბი სასამართლო რეფორმა გახდა. ევროკავშირის ლიდერთა მოწოდებების მიუხედავად პოლონეთის მმართველმა პარტიამ ამ სფეროში რეფორმები არ შეაჩერა, შედეგად პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ერთ მესამედს პოსტის დატოვება ვადაზე ადრე მოუხდა.

დონალდ ტუსკის შეფასებით პოლონეთის მმართველ გუნდს ისეთი კურსი უჭირავს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის საფრთხეს ქმნის.

დღის ამბები