22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
დღეს გაჩნდა იმედი, რომ ქართველებმა, ოსებმა და რუსებმა საერთო მომავალი ერთად გამოვნახოთ - გოჩა ძასოხოვი რუსთაველზე აქციაზე იმყოფებოდა

ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში მოღვაწეობდა, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.  მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ძასოხოვმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა გააპროტესტა.

მისი თქმით, დღეს გაჩნდა იმედი ქართველებმა, ოსებმა და რუსებმა საერთო ენა გამონახონ.

“2008 წელს, როდესაც მოხდა ის დიდი ტრაგედია, როგორც ოსი ხალხისთვის, ქართველი ხალხისთვის, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, შევიკრიბეთ რამდენიმე ასეულ კილომეტრში ,სოჭში ერთ დარბაზში შვილმკვდარი დედები ქართველები, ოსები რუსები, ყველა ერთად, გამოვედით და ვუთხარით არა სისასტიკეს.

დღეს გაჩნდა იმის ნათელი მომავალი და იმედი, რომ ჩვენ საერთო თანაცხოვრების საერთო მომავალი ერთად გამოვნახოთ.

ჩვენ თავს გვახვევენ, რომ ის ადამიანები მოტრიალდნენ, რომლებმაც ქართველებისა და ოსების სისხლი დაღვარეს და გვასწავლიან, როგორ უნდა ავაშენოთ საქართველოს ხვალინდელი დღე,“-ამბობს ძასოხოვი.

გოჩა ძასოხოვი საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. ბიზნესმენი მაშინ არ მალავდა, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სკოლების გახსნას გეგმავდა, სადაც სავალდებულო ენა რუსული იქნებოდა. მისი სკოლა "ინტელექტი" ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმეჯერ მოექცა. ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდით.

დღის ამბები