02 ივლისი 2024,   10:36
ვრცლად
მერილინ მონროს კუთვნილი ორადგილიანი ავტომობილი აუქციონზე პირველად გაიყიდება

მერილინ მონროს კუთვნილი ორადგილიანი ავტომობილი აუქციონზე პირველად გაიყიდება. ვაჭრობა ლოს-ანჯელესში 17 ნოემბერს გაიმართება.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ 1956 წელს გამოშვებულ ფორდში 500 ათასზე მეტ დოლარს გადაიხდიან.

ჰოლივუდის ვარსკვლავი ამ მანქანას 6 წლის განმავლობაში მართავდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი ერთ-ერთი რეჟისორის შვილს აჩუქა.

ავტომობილის ამჟამინდელმა მფლობელმა, რომელმაც მისი გაყიდვა გადაწყვიტა, ვინაობის გახმაურება არ ისურვა.

დღის ამბები