02 ივლისი 2024,   10:47
ვრცლად
პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წელი გავიდა - გერმანიის კანცლერი საფრანგეთში იმყოფება

გერმანიის კანცლერი მსოფლიოს ლიდერთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონის სტუმრები დილიდან ელისეს სასახლეში იკრიბებიან, სადაც სამახსოვრო ფოტოს გადაიღებენ და შემდეგ ტრიუმფალურ თაღთან გადაინაცვლებენ, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მთავარი ღონისძიება დაიწყება.

ემანუელ მაკრონმა პარიზში 50 ქვეყნის მეთაური და ათობით საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერები მიიწვია, მათ შორის არიან გიორგი მარგველაშვილი, პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და დონალდ ტრამპი. საფრანგეთის დედაქალაქში შეკრება ლიდერებმა გუშინ დაიწყეს. მასპინძელმა პრეზიდენტმა მათ გვიან ღამით სტუმრებს ორსეს მუზეუმი დაათვალიერებინა, სადაც მსოფლიო ლიდერებისთვის ოფიციალური ვახშამიც გაიმართა.

 

დღის ამბები