04 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში - დაჯგუფება "ჰამასის" 2 საველე მეთაური მოკლეს

ისრაელის სამხედროების ოპერაციის შედეგად ღაზაში დაჯგუფება "ჰამასის" 2 საველე მეთაური მოკლეს.

ორმხრივი სროლა ჰამასის მებრძოლებსა და ისრაელის არმიის წარმომადგენლებს შორის სექტორის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

ოპერაციის დროს ღაზას ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან საჰაერო დარტყმებიც განხორციელდა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვითი ძალები ერთი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას ადასტურებენ. მანამდე ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორიდან გამოშვებული სულ მცირე 10 რაკეტა დააფიქსირეს. ერთ-ერთი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ მინისტრმა პარიზში ვიზიტი შეწყვიტა.

დღის ამბები