02 ივლისი 2024,   10:52
ვრცლად
აქცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ - საფრანგეთში აშშ-ს პრეზიდენტის ჩასვლა გააპროტესტეს

პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საპროტესტო აქციებს ფონზე მიმდინარეობდა.

რამდნიმე ასეულმა ადამიანმა საფრანგეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპის ვიზიტი გააპროტესტა.

მომიტინგეებმა უკმაყოფილება ქვეყნის პრეზიდენტის მიმართაც გამოთქვეს, რომელმაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი პარიზში საზეიმო ღონისძიებებზე მოიწვია. 
საფრანგეთი დედაქალაქის ქუჩებში ჩვილი ტრამპის გასაბერი თოჯინაც გამოჩნდა.

პარალელურად საპროტესტო აქცია მოძრაობა “ფემენის” აქტივისტებმა გამართეს.
ისინი სპეციალურ ჯებირს გადაახტნენ და დონალდ ტრამპის კორტეჟისთვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს.

დღის ამბები