საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატის ვიქტორ ბოშტინარუს იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ რუსეთის ყოფილი მოქალაქე და ყოფილი ელჩი არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტობისთვის შესაფერისი.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტში სხვა მხარდამჭერი ვერ იპოვა და მხოლოდ ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.
ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ევროპის ლიდერთან შეხვედრა სწორედ გრიგოლ ვაშაძემ გამართა, როცა ის ჰელსინკში ჩავიდა, გერმანიის კანცლერმა კი გრიგოლ ვაშაძესთან შესახვედრად ყველა შეხვედრა გადადო.
„მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და ვიტყვი ვინ ხარ შენ - ივანიშვილმა მეტი ვერავინ იპოვა 600 კაციან ევროპულ პარლამენტში, თუ არა ერთი ლატვიელი რუსეთთან დიდი ხნის კავშირებში შემჩნეული, რომელსაც ხელ არ ართმევს ევროპარლამენტში არავინ, ეს არის რუსეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში შემჩნეული დეპუტატი და მეორე ჩაუშესკუს რუმინული ყოფილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი. ჩაუშესკუს წარმომადგენელი დაიმოწმა.
მე ვიყავი ჰელსინკში ვაშაძესთან ერთად და ასეთი ეიფორია ევროპაში დიდი ხანია არ მახსოვს,. ანგელა მერკელი გერმანიის ერთპიროვნული ლიდერი, ვიღაცა ის რუმინელი ჩაუშესკუს დეპუტატი კი არა, გაურკვეველი, იმის გვარი პირველად გავიგე, ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი ევროპის ერთპიროვნული ლიდერი, ყველა შეხვედრა გააუქმა დემონსტრაციულად შეხვდა გია ვაშაძეს და ძალიან თბილი და ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ,"-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.