„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აუდიტის სამსახურს მიმართავს. ორგანიზაცია უწყებისგან მოითხოვს, შეისწავლოს მოძრაობა „არა ნაციონალურ მოძრაობას“ დაფინანსების საკითხი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, მოძრაობის მხრიდან მხარდამჭერების მობილიზება სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ მხარდამჭერების მობილიზება, სწორედ ამიტომ მისი დაფინანსება შესაძლოა, კონკრეტული კანდიდატის სასარგებლო შეწირულობად ჩაითვალოს.
„თუ ფორმალური სახე არ აქვს ამ მოძრაობას და არის რაღაც არაფორმალური გაერთიანება ამ შემთხვევაში ვინც უშუალოდ ხარჯავს ფიზიკური პირები, ადამიანები ვინც ხარჯავენ ამ თანხას მათ შეუძლიათ რომ განახორციელონ შემოწირულობა, უბრალოდ ეს უნდა დაფიქსირდეს. ზღვრების არსებობს, 60 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლიათ მათ შემოწირულობის განხორციელება და ამის შესახებ აუდიტის სამსახურში უნდა იყოს ინფორმირებული და თუ შესაძლებელი იქნება უკვე ეს სალომე ზურაბიშვილმა თავის დეკლარაციებშიც კი უნდა ასახოს ეს შემოწირულობა,“-განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობას „არა ნაციონალური მოძრაობას“ ნანა კაკაბაძე ხელმძღვანელობს. მან მოძრაობის დამფინანსებლად დავით კეზერაშვილი დაასახელა. რასაც მალევე მოჰყვა კეზერაშვილის რეაქცია. მისმა ადვოკატმა ნანა კაკაბაძეს მოსთხოვა საჯაროდ უარყოს გაკეთებული განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დავა სასამართლოში მოუწევს.