19 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
Edison Research-ის კვლევა - შედეგებმა „ქართული ოცნება“ პანიკაში ჩააგდო და გააღიზიანა

Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, მმართველი გუნდი უნდობლობას უცხადებს. „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებმა პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ყველაზე მეტად გააღიზიანა.

ირაკლი კობახიძის უკმაყოფილება კი განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როცა ამერიკული კომპანიის მისამართით გამოთქმული უნდობლობის შემდეგ, „კურიერის“ ჟურნალისტმა „ფსიქოპროექტი“ და 28 ოქტომბრის წაგებული შედეგი შეახსენა.

Edison Research-ის კვლევებმა ხელისუფლების წარმომადგენლები დააბნია. თბილისის მერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაასწრო და კახა კალაძემ მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი ისე დაასახელა, რომ ჯერ არც ცესკოს სხდომა არ იყო გამართული და არც გადაწყვეტილება გამოცხადებული.

კახა კალაძე უნდობლობას იმ კომპანიას უცხადებს, რომლის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს უკვე რამდენიმე წელია, თითქმის, სრული სიზუსტით ემთხვევა და რომლის ეგზიტპოლით, კახა კალაძემ თბილისის მერობა პირველივე ტურში იზეიმა.

დღის ამბები