17 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
მარნეულში მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი დააკავეს - არასამთავრობოები "ქართული ოცნების და აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო გარიგებაზე საუბრობენ 

მარნეულში მცხოვრები მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდა, შვიდ ნოემბერს გაუჩინარდა. ის ბაქოში მიემგზავრებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩავიდა. დღეს გაირკვა, რომ მირთაღ ასადოვი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. წითელი ხიდიდან გამქრალ შეიხს, ოჯახის ახლობელმა აზერბაიჯანის ციხეში მიაგნეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მირთაღ ასადოვი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სხვადასხვა საკითხებზე არაერთხელ დაუპირისპირდა, მათ შორის სასამართლოშიც. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მარნეულში სიტუაციის დაძაბვას მმართველი პარტია მოერიდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაურიგდა და მირთაღ ასადოვი თავიდან მოიშორა.

მუსლიმი სასულიერო პირის დაკავებას ეხმაურება რელიგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაც. მარნეულის ერთ-ერთი სულიერი ლიდერი რასიმ მამედოვი საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში აქტიური ჩარევისკენ მოუწოდებს.

შეიხის დაკავებას საქართველოში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით ეხმაურება. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებას სთხოვენ.

მირთაღ ასადოვი წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დასაცავად. ის საკმაოდ კრიტიკული იყო ამ საკითხში არსებული სახელმწიფო მიდგომის მიმართ. ცნობილია რომ ის დიდი გავლენით სარგებლობს მარნეულში. მისი ახლობლები და მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ დაკავების რეალური მიზეზი სწორედ მისი საზოგადოებრივი აქტიურობა გახდა.

ავტორი: ჯეიჰუნ ნარზალოვი

 

 

 

 

 

 

დღის ამბები