08 მაისი 2024,   12:27
ვრცლად
მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. უცნობია დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა თავად მირზა სუბელიანი, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მის ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბრალდებული ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ აღარ იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს რომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომაზე ადვოკატებმა სუბელიანის გათავისუფლება მოითხოვონ.

დღის ამბები