21 დეკემბერი 2024,   20:11
ვრცლად
თუ ვინმეს რამის მოკითხვა უნდა, მე მომკითხოს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავი დაანებონ - გენერალი ყურაშვილი დუმილს არღვევს

საერთაშორისო გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმე დუმილს არღვევს. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი „კურიერთან“ ინტერვიუში 2008 წლის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და ხელისუფლების განცხადებებზე საუბრობს.

მამუკა ყურაშვილი მზად არის, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ქვეყანა უკვე საკუთარი ხელისუფლების ბრალდებებისგან, ჰააგის სასამართლოში დაიცვას.

გენერალი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

მამუკა ყურაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაარჩინა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მისამართით აუგი მოხსენიება ჩემთვის მიუღებელია, ასევე მიუღებელია ღამის ცხინვალის დაბომბვა. მე ამას 10 წელია- ვიმეორებ. ვინც იძახის რომ ღამის ცხინვალი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბა, მე იმ ადამიანს მხარს ვერ დავუჭერ. ეს ქვეყნის წინაშე დანაშაულია. მე პოლიტიკურად აქტიური არ ვარ, სამხედრო ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველო თუ ზიანს არ მიიღებს, თუნდა ც იმ წიგნის ხსენებით, რაც ქალბატონ სალომეს აქვს დაწერილი, ხელის შემშლელი და საზიანოა ქართული სახელმწიფოსთვის.

"ქართულ შეიარაღებულ ძალებს, გენერალიტეტს, ოფიცრობას, პირად შემადგენლობას და ჯარისკაცებს არაფერი დანაშაული არ მიუძღვით. თუ ვინმეს რამის მოკითხვა უნდა, მოვიდეს და მე მომკითხოს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავი დაანებონ. ჩემი თხოვნა იქნება. ერთი პერიოდი ქალბატონი თეაც იყო გამოსული და თქვა, რომ ნუ შევეხებით ამ თემას და ეს იყო სწორი, მერე რატომ გაააქტიურა, მაგის პასუხს მე ვერ გაგცემთ. თვითონ ქალბატონმა თეამ უნდა თქვას. არ უნდა შეხებოდნენ ამას, ეს არის ძიება. ეს საქართველო, საქართველო არის მაღლა, საქართველო ჩვენზე მაღლა, გენერალ ყურაშვილზეც მაღლა დგას და ყველაზე მაღლა დგას. პირველი არის სამშობლოს ინტერესები. ჩემთვის უმთავრესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,“- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები