ხობის ცენტრში საქართველოს ექსპრეს ბანკის ფილიალიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს. შემთხვევა რაიონული პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ხობის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დილით საკუთარ ეზოში აღმოაჩინა და საპატრულო პოლიციას აცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.