21 დეკემბერი 2024,   19:58
ვრცლად
სოციალური გეგმა - გაერთიანებული ოპოზიცია პენსიის 400 ლარამდე გაზრდას, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეტაპობრივად გეგმავს

პენსიის 400 ლარამდე გაზრდას გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეტაპობრივად, კორუფციასთან ბრძოლითა და ეკონომიკის ზრდით აპირებს. მათი მტკიცებით, თუ ხელისუფლება პირობას შეასრულებს და 2020 წლისთვის პენსია 220 ლარი იქნება, 400 ლარამდე გასაზრდელად მათ 2-3 წელი დასჭირდებათ. 

საპარლამენტო უმრავლესობა გაერთიანებული ოპოზიციის დაპირებას არარეალისტურად მიიჩნევს და ოპოზიციას აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები კი მათ დაპირების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებენ.

მათი განმარტებით, სწორედ სიტყვა ეტაპობრივია გეგმის მთავარი დეტალი, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობა ყურადღებას განგებ არ ამახვილებს, რაც ოპოზიციის მტკიცებით, იმისთვის კეთდება, რომ ისინი არარეალური დაპირების გაცემასა და ამომრჩევლის მოტყუებაში დაადანაშაულონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 5 წლის განმავლობაში პენსია მხოლოდ 30 ლარით გაზარდა.  

ოპოზიციის ეს გეგმა არარეალისტურად მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობას. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ასეთი ეკონომიკური მდგომარეობით, 400 ლარამდე პენსიის გაზრდა შეუძლებელია და ოპოზიცია ამ და სხვა სოციალური გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, საჭირო თანხის მოგროვება კორუფციის დამარცხებითა და ეკონომიკის გაძლიერებით იქნება შესაძლებელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, 400 ლარი მხოლოდ მინიმუმი იქნება და დამსახურების შესაბამისად პენსია კიდევ მოიმატებს. გარდა ამისა, ის პედაგოგების, ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების მომატებასაც აანონსებს.

დღის ამბები