21 დეკემბერი 2024,   20:23
ვრცლად
„რეზოლუცია არის ძალიან კრიტიკული, მაგრამ ეს არის კონსტრუქციული კრიტიკა" - ნონა მიხელიძე

„რეზოლუცია არის ძალიან კრიტიკული, მაგრამ ეს არის კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც ადეკვატური აღქმის შემთხვევაში შეიძლება პოზიტიური იყოს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით,“- ასე შეაფასა  რომის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნონა მიხელიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია.

ნონა მიხელიძის თქმით, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. მისი განცხადებით, რეკომენდაციები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ეხება ელიტურ კორუფციას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ნონა მიხელიძე მმართველი გუნდის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ რეზოლუციაში ოპონენტების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება გაკრიტიკებულია. მიხელიძის თქმით კი, დოკუმენტში რომელიმე კანდიდატზე არ არის საუბარი, მხოლოდ შემოთავაზებულია რეკომენდაცია, რომ საარჩევნო კამპანია სიძულვილის ენისგან თავისუფალი უნდა იყოს.

„ტექსტი იწყება იმით, რომ ევროკავშირი ერთი მხრივ მიესალმება საკონსტიტუციო რეფორმას, მაგრამ აქვე გამოთქვამს წუხილს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2024 წლამდე გადაიდო. ამ მხრივ სამოქალაქო სექტორის როლის აღნიშვნა ხელშეკრულების შესრულების საკითხში. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს იმ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, რომელსაც ხშირად ახორციელებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. რეკომენდაციები ეხება ძალაუფლების გამიჯვნის საკითხებს, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის რეფორმირების არარსებობის საკითხს. რეკომენდაცია ეხება კორუფციის საკითხს,“- აღნიშნა მიხელიძემ.

დღის ამბები