21 დეკემბერი 2024,   20:25
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის, ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა - დავით ზურაბიშვილი

„სრული აბსურდის თეატრია, სასაცილოც კია, რაც ხდება“ - ასე ეხმაურება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს.

დავით ზურაბიშვილმა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება სრული მობილიზების მიუხედავად, პირველ ტურში მიღებულ შედეგს ვერ შეცვლის და გამარჯვება ძალიან გაუჭირდება.

„ისტორიაში შევალთ ამ საოცარი კამპანიით, მაგრამ ეს ადმინისტრაციული რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხის ნება გადაწონოს და ეს ხალხის ნება პირველ ტურში იქნა ძალიან მკაფიოდ გამოვლენილი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა

ზურაბიშვილის თქმით, როდესაც მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს, ამით ქვეყნის სტრატეგიული კურსიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„ჩვენ დავინახეთ და ეს დაგვიდასტურა ბიძინა ივანიშვილმაც რომ, სალომე ზურაბიშვილი არის მისი კანდიდატურა, პირადად მისი შერჩეული კონკრეტული მიზნებისთვის და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს კანდიდატი გაიყვანოს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილის კანდიდატურაა სწორედ სალომე ზურაბიშვილი, რადგან თუ ის გახდება პრეზიდენტი, დამოუკიდებელი არ იქნება და „ხასიათს“ არ გამოავლენს.

„მე ვფიქრობ, რომ აქ არის გართულება მიხეილ სააკაშვილზე. თვითონ, აშკარად, ბიძინა ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის. ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა, სადაც თვითონ არის სიკეთე, ის არის ბოროტება და ადამიანები უნდა იდგნენ ან სიკეთის ან ბოროტების მხარეს. ამ მანიქევლური მითის სქემით მოდიოდა „ქართული ოცნება“ დღემდე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ეხმიანება და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გასამართლებით ხელისუფლება იმუქრება. მისი შეფასებით. ასეთი განცხადებები ქვეყანას დააზიანებს.

„ის სრულად არაკვალიფიციური, მგონია, რომ იმასაც ვეჭვობ, რომ რუსეთის ინტერესების ზედმეტად გათვალისწინება ხომ არ ხდება, როცა საერთაშორისო სტრუქტურებით, ჰააგის სასამართლოთი, პრაქტიკულად, გვემუქრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, სააკაშვილი გასამართლდება,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები