21 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
მიესალმება ჩვენი ხელისუფლება ძალიან ღიად იმას, რომ ეს ხალხი გასამართლდეს - ნოდარ ხარშილაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება 

„მიესალმება ჩვენი ხელისუფლება ძალიან ღიად იმას, რომ ეს ხალხი გასამართლდეს,“ - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ გააკეთა.

ნოდარ ხარშილაძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც ამბობს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. 

წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.

ნოდარ ხარშილაძე იუსტიციის მინისტრის საპასუხოდ ამბობს, რომ თუ სამხედრო პირებს გაასამართლებენ, მაშინ არაღიარების პოლიტიკაც შეიცვლება. ხარშილაძე ასევე ამბობს, რომ თუ რომელიმე გენერალი გასამართლდება, ქვეყნის პრესტიჟი დაზარალდება.

„აქ არის ორი რამის ნაზავი, ერთი არის არაკომპეტენტურობა და მეც იგივე კითხვა მიჩნდება ხოლმე, რომ ამ არაკომპეტენტურობას ხომ არ ემატება უკვე მტრული სახელმწიფოს ინტერესების ღია გატარება ან რაღაც ვალდებულება, რომელიც შეიძლება ვიღაც პიროვნებებს, სახელს და გვარს არ ვიტყვი, ბიძინასი, აღებული ჰქონდეს ვიღაც ქვეყნის წინაშე,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

დღის ამბები