02 ივლისი 2024,   10:52
ვრცლად
ტერეზა მეი ბრექსიტის შეთანხმების არსებულ ვერსიაზე უარის თქმას არ აპირებს

ტერეზა მეი ბრექსიტის შეთანხმების არსებულ ვერსიაზე უარის თქმას არ აპირებს, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მწვავე დებატების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტერეზა მეის თქმით გეგმა ზუსტად ასახავს იმას, რასაც ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმში ხმა მისცა. ორი დღის წინ მან განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტს მთავრობამ მხარი დაუჭირა, თუმცა ორმა მინისტრმა პოსტი დატოვა. მათ შორის ბრექსიტის მინისტრმაც, ეს თანამდებობა ტერეზა მეიმ მაიკლ გროვს შესთავაზა, მაგრამ ის არ დათანხმდა.

დაძაბული დღის შემდეგ ტერეზა მეის კურიოზი შეემთხვა. მეიმ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთ ჟურნალისტს გვერდზე მდგომი კოლეგის სახელით მიმართა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.

დღის ამბები