02 ივლისი 2024,   10:44
ვრცლად
ლას-ვეგასში ლათინური გრემის მფლობელები გამოავლინეს

ლას-ვეგასში ლათინური გრემის მფლობელები გამოავლინეს. შოუ უილ სმიტმა და მარკ ენტონიმ გახსნეს, რომლებმაც სცენაზე სიმღერა ერთად შეასრულეს.

ყველაზე წარმატებული ლათინური გრემის დაჯილდოება ურუგვაელი ხორხე დრექსლერისთვის აღმოჩნდა. პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო მომღერალმა სამ ნომინაციაში აიღო. მისი სიმღერა Telefonía წლის ჰიტად აღიარეს.

დაჯილდოების ცერემონია წარმატებული აღმოჩნდა ესპანელი როსალიასთვისაც. მან ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

პირველი გრემი აიღო კოლუმბიელმა სუპერვარსკვლავმა მალუმამ. წლის ალბომისთვის კი უის მიგელმა, თუმცა ცერემონიას ის არ ესწრებოდა.

დღის ამბები