22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის არაფორმალური შტაბი გარდაბანში და ადგილობრივი ბიზნესმენი იარაღით ხელში - შს სამისტრო განცხადებას ავრცელებს  

სალომე ზურაბიშვილის არაფორმალური შტაბი გარდაბანში, რომელსაც იარაღით ხელში ადგილობრივი ბიზნესმენი ხელმძღვანელობს - "შაბათის კურიერში" გასულ რეპორტაჟს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. 

რეპორტაჟში საუბარია, რომ იარაღით ხელში ადგილობრივი ბიზნესმენის ხელმძღვანელობით, გარდაბანში სალომე ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბში პირადობის მოწმობის წარდგენის სანაცვლოდ ადგილობრივებს სასოფლო პროდუქტებს ურიგებდნენ. 

უწყებაში აცხადებენ, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რადგან ექსპერტიზის დასკვნით იარაღი არ განეკუთვნება ცეცხლსასროლთა კატეგორიას."

გარდაბანში არაოფიციალურ შტაბში პისტოლეტი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მას შემდეგ გადამალეს, როდესაც ადგილზე "კურიერის" კამერა შეამჩნიეს.
შტაბში მისული მოსახლოება ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მათ შაქარის, კარაქისა და საახალწლოდ სათამაშოების დარიგებასაც დაჰპირდნენ.

 

დღის ამბები