02 ივლისი 2024,   10:39
ვრცლად
ევროპა ვალდებულია, გლობალური ქაოსის თავიდან ასაცილებლად გაერთიანდეს - ემანუელ მაკრონი

ევროპა ვალდებულია, გლობალური ქაოსის თავიდან ასაცილებლად გაერთიანდეს - ეს განცხადება, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

საფრანგეთის ლიდერმა გერმანიის პარლამენტს პირველად მიმართა. ემანუელ მაკრონი ბერლინში ომის მსხვერპლთა გლოვის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები ანგელა მერკელთანაც გამართა.

მაკრონს სურს, რომ ევროპული არმიის შექნის შესახებ მის ინიციატივას ბერლინმა მხარი დაუჭიროს. 

დღის ამბები