02 ივლისი 2024,   10:33
ვრცლად
აფეთქება განჯაში - შემთხვევის ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს განჯაში, სადაც დილით, აფეთქება მოხდა. შედეგად 4 სართულიანი საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დაინგრა, არის მსხვერპლიც. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 1 ადამიანი, თუმცა მაშველები გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

სამაშველო სამსახურის ცნობით, შენობის ნანგრევებში 2 ოჯახის წევრები არიან მოყოლილები. მათი ძებნის ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფიც მუშაობს.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.

დღის ამბები