02 ივლისი 2024,   10:34
ვრცლად
 რუსეთის პროკურატურა "Hermitage Capital Management" ბრიტანელი ხელმძღვანელის დაკავებას ითხოვს

რუსეთის პროკურატურა  "ჰერმითიჯ ქეფითალ მენეჯმენტის" ბრიტანელი ხელმძღვანელის, უილიამ ბრაუდერის დაკავებას ითხოვს.

რუსი პროკურორები ბრაუდერს სპეციალურად ფულის გასათეთრებლად კომპანიების შექმნასა და მისივე შეკვეთით ციხეში სერგეი მაგნიტსკის მოწამვლაში ადანაშაულებენ. ბრალდებამდე გამოძიება ერთ-ერთ პატიმრის ჩვენების საფუძველზე მივიდა.

უილიამ ბრაუდერი რუსეთში ელიტარული კორუფციის მხილების კამპანიას ეწეოდა. ამაში მთავარ როლს სერგეი მაგნიტსკი ასრულებდა, რომელიც 2008 წელს დააკავეს და შემდგომ ციხეშ მოკლეს.

უილიამ ბრაუდერს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო რუსეთში დაუსწრებლად 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღის ამბები