20 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა მეორე ტურის წინ - ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა

ამომრჩევლების მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა მეორე ტურის წინ - როგორ აფასებს საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებას ევროკავშირი, ეს კითხვა ევროკომისიის პრეზიდენტს „კურიერის“ ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ დაუსვა.

ჟან-კლოდ იუნკერი ამბობს, რომ საარჩევნო გარემოზე საუბარი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა, რომელსაც ბრიუსელში შეხვდა და ესაუბრა.

„ჩვენ ამ საკითხს მეგობრულად განვიხილავთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა დემოკრატიული სტანდარტი დაცული იქნება“-აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ არჩევნების წინ 600 ათასი მოქალაქისათვის სესხის დაფარვა ამომრჩევლის მოსყიდვა - ამ თემაზე საუბარს მამუკა ბახტაძემ თავი აარიდა და თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია.

„ეს არის ნარატივი, რომელსაც ავრცელებს სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არ არის ჯანსაღი. საქართველოში ტარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ასეთია ჩვენი მიდგომა.

ამიტომ არის საქართველო წარმატებული. პირველმა ტურმა აჩვენა, რომ, კონკურენცია იყო ჯანსაღი და მეორე ტურიც იქნება უმაღლესი სტანდარტით ჩატარებული. რაც შეეხება დარღვევებს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ფაქტები,“-განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები