20 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების სკანდალი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე პროკურატურაში იმყოფება 

მთავარ პროკურატურაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გამოკითხვა მიმდინარეობს. სოსო გიორგაძე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. 

გიორგაძეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასთან დაკავშირებით გამოკითხავენ, რომლის მიხედვითაც არჩევნების მეორე ტურისთვის ყალბი პირადობის მოწმობების დამზადება იგეგმება. 

სოსო გიორგაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ამ პროცესის მონაწილედ დაასახელეს. ითქვა, რომ საგანგებო თათბირზე სწორედ მას დაევალა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის მეთვალყურეობა, ამავე უწყების აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე უარყოფს, რომ მსგავსი შინაარსის თათბირი, სადაც მან კონკრეტული დავალებები მიიღო საერთოდ ჩატარდა. მისივე თქმით, იმ პერიოდში, რომელზეც არასამთავრობოები საუბრობენ, ის ინდონეზიაში იმყოფებოდა.

„მე 5 -დან 10 ნოემბრის ჩათვლით ვიმყოფებოდი ჯაკარტაში. ინდონეზიის დედაქალაქში, სადაც ვხვდებოდი ინდონეზიის ვიცე პრეზიდენტს.  ასევე შევხვდი ინდონეზიის რეფორმების მინისტრს. მე მოვისმინე დღეს ეკა გიგაურის განცხადება რომ თურმე ამ პერიოდში ყოფილა თათბირი და შესაბამისად ამოვიღე ბრძანება. ამ ყველაფრის გადამოწმება შეიძლება. გაცხადებულ იქნა, რომ ეს დოკუმენტები იბეჭდებოდა იმისთვის, რათა შემდგომში ეს ყალბი დოკუმენტები  გადაცემულიყო ადამიანებისთვის რომლებიც მისცემდნენ შემდგომ ხმას. პირველი ტურისთვის ცესკოს გადაეცა ამომრჩეველთა სია სადაც იყო 3 558 437 მოქალაქე, ხოლო შემდგომ უკვე მეორე ტურისთვის საბოლოო სია გადაეცა და იყო 3 561 983 მოქალაქე. სხვაობა არის სულ რაღაც 3500-მდე,“-განაცხადა სოსო გიორგაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები