02 ივლისი 2024,   10:46
ვრცლად
რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი, იგორ კორობოვი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კორობოვი, რომელსაც დასავლეთი გახმაურებულ თავდასხმებში, მათ შორის სკრიპალების მოწამვლაში ადანაშაულებდა, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო მიზეზად მძიმე ავადმყოფობას ასახელებს. ის რამდენიმე თვის წინ ვლადიმერ პუტინმა დაიბარა და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი მისი შესაძლო გადაყენების შესახებ. იგორ კორობოვი სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსად 2016 წლის იანვარში დაინიშნა, მან იგორ სერგუნი შეცვალა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა.

იგორ კორობოვი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეერთებული შტატების სანქციების სიაშიც იყო.

დღის ამბები